წმინდა ბარბარეს უბანში სკვერი მოეწყო
წმინდა ბარბარეს უბანში სკვერი მოეწყო

სამგორის რაიონის გამგეობა ქვემო სამგორში სკვერებსა და დასასვენებელ სივრცეებს აწყობს. კიდევ ერთი სკვერი წმინდა ბარბარეს უბანში გაიხსნა.

ახალი დასასვენებელი სივრცე სამგორის რაიონის გამგებელის მოადგილე სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა.

წმინდა ბარბარეს უბნის N135-ის მიმდებარედ, ახალ სკვერში განთავსდა საბავშვო მოედანი სხვადასხვა ტიპის ატრაქციონით, საბაღე და საქანელა სკამები, ურნები, დასასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგო ხეები და ბალახი.

საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, საბავშვო მოედანზე კაუჩუკის საფარი მოიხატა, ტერიტორია დამცავი ღობით შემოიფარგლა და მოეწყო გარე განათების სისტემა. პროექტის ღირებულება 104 472 ლარია. სამუშაოები, სამგორის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „ჩვენი ჯგუფი“ შეასრულა.

სამგორის გამგეობამ ქვემო სამგორში მიმდინარე წელს ცხრა სკვერი მოაწყო შემდეგ მისამართებზე: ოცხელების ქ. N30; ქინძმარაულის მეორე შესახვევის N9; წმინდა ბარბარეს უბნის N123; წმ. ბარბარეს უბნის N135; ქინძმარაულის შესახვევი N10;  ბაბუციძის ქ. N12; ნაკადულის ქ. N2ა; მოსკოვის გამზირის მე-4 კვარტალი, N3, 6, 7; ჭიჭინაძის ქ. N1.

ინფორმაცია დედაქალაქის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა.