წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა
წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში აპრილში წლიური ინფლაციის დონე 4.1 პროცენტამდე გაიზარდა, რაც 2018 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, 2019 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2 პროცენტი შეადგინა.

აპრილში წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7-პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული  – 5.6 პროცენტით, ხილი და ყურძენი  – 5.0 პროცენტით, ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები  – 1.0 პროცენტით. ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე 3.8 პროცენტით.

წინა თვეში ფასების მატება დაფიქსირდა ტანსაცმელზე 1.7 პროცენტით და ფეხსაცმელზე – 1.1 პროცენტით.

სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში ფასები გაზრდილია 0.7 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა ღამის გასათევით მომსახურებაზეც – 2.8 პროცენტი.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული (22.3 პროცენტი), ასევე თამბაქო (44.4 პროცენტი) გაძვირდა.