წლისა და ერთი თვის შემდეგ პირველად, მჭედლიძე განაცხადში მოხვდა
წლისა და ერთი თვის შემდეგ პირველად, მჭედლიძე განაცხადში მოხვდა

ხანგრძლივი მკურნალობისა და დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, ლევან მჭედლიძე “ემპოლის” განაცხადში პირველად მოხვდა.

ქართველის გუნდმა მთავარ იტალიურ ლიგაში დაბრუნება და სერია ბ-ში პირველი ადგილი ფინიშამდე სამი ტურით ადრე გაინაღდა.

ბოლო, 42-ე ტურში “პერუჯასთან“ საშინაო შეხვედრა ფორმალური იყო. “ემპოლიმ” მეტოქე 2:1 დაამარცხა, 85 ქულა დააგროვა და ერთწლიანი შესვენების შემდეგ, კვლავ სერია ა-ში ითამაშებს.

იტალიური წყაროების მიხედვით, ლევან მჭედლიძე დღეს არა მხოლოდ განაცხადში მოხვდა, ბოლო წუთებზე უნდა ეთამაშა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მაგრამ განაცხადში მისი მოხვედრაც ბევრს ნიშნავდა.

ლევანმა ბოლოს „ემპოლის“ ფორმა 2017 წლის 23 აპრილს „მილანის“ წინააღდეგ მოირგო. გოლიათმა თავდამსხმელმა „სან-სიროზე“ „როსონიერის“ მე-40 წუთზე გაუტანა, 53-ე წუთზე კი მოედანი საშინელი ტრავმის გამო დატოვა – საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ჯვარედინი მყესები დაუწყდა და მას შემდეგ ოპერაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას ელოდა.