წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება - პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ
დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
ღონისძიება, რომელზეც წლის საუკეთესო სპორტსმენებს დააჯილდოებენ, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 19:30 საათზე არის დაგეგმილი.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელ ღონისძიებაზე – „წლის სპორტსმენი“ საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი დასახელდება. გარდა ამისა, დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები გამოვლინდებიან ათ ნომინაციაში, ასევე დაწესებულია 14 სპეციალური პრიზი.
ღონისძიების პირდაპირ ტელერეპორტაჟს 19:30 საათიდან საქართველოს პირველი არხი ექსკლუზიურად შემოგთავაზებთ.