წლის საუკეთესო პარასპორტსმენად ოქსანა მასტერსი დასახელდა
წლის საუკეთესო პარასპორტსმენად ოქსანა მასტერსი დასახელდა

ბერლინში მიმდინარე ლაურეუსის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ, ცნობილი გახდა წლის საკეთესო პარასპორტსმენის ვინაობა.

ეს პატივი წილად ხვდა ამერიკელი მოთხილამურე ოქსანა მასტერსი.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ ბრიტანელი მოცურავე ელის ტაი, ჰოლანდიელი ჩოგბურთელი დიდე დე გროოტი, ჰოლანდიელი ტრიატლონისტი იეცტე პლატი, შვეიცარიელი ეტლით მორბენალი მანუელა შერი, კუბელი მძლეოსანი ომარა დურანდი.