წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენებად ლუის ჰემილტონი და ლიონელ მესი დასახელდნენ

ბერლინში მიმდინარე ლაურეუსის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ, ცნობილი გახდა წლის საკეთესო მამაკაცი სპორტსმენის ვინაობა.

დაჯილდოების ისტორიაში პირველად, ეს პატივი ერთბაშად ორ ადამიანს ხვდა წილად.

ბრიტანელმა ავტომრბოლელმა ლუის ჰემილტონმა და არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ ერთნაირი რაოდენობის ქულები დააგროვეს და პრესტიჟული ჯილდო ორივე მათგანს გადაეცა.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ კენიელი მორბენალი ელიუდ კიპჩოგე, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი, ესპანელი მოტომრბოლელი მარკ მარკესი და ამერიკელი გოლფისტი თაიგერ ვუდსი.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.