წლის საუკეთესო გუნდად სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები დასახელდა
წლის საუკეთესო გუნდად სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ნაკრები დასახელდა

ბერლინში მიმდინარე ლაურეუსის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ, ცნობილი გახდა წლის საკეთესო გუნდის ვინაობა.

ეს პატივი წილად ხვდა სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულ გუნდს.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ საკალათბურთო გუნდი „ტორონტო რეპტორსი“, აშშ-ს ქალთა ეროვნული ნაკრები ფეხბურთში, ფორმულა 1-ს გუნდი „მერსედეს ბენცი“, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები და საფეხბურთო კლუბი „ლივერპული“.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.