წლის საუკეთესო ექსტრემალური სპორტსმენი ქლოი კიმი გახდა
წლის საუკეთესო ექსტრემალური სპორტსმენი ქლოი კიმი გახდა

ბერლინში მიმდინარე ლაურეუსის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელსაც ასევე „სპორტულ ოსკარს“ უწოდებენ, ცნობილი გახდა წლის საკეთესო ექსტრემალური სპორტსმენის ვინაობა.

ეს არის ამერიკელი სნოუბორდისტი ქლოი კიმი.

ამ ნომინაციაში ასევე წარდგენილები იყვნენ ამერიკელი სერფინგისტი კარისა მური, ამერიკელი სკეიტბორდისტი ნაიჯა ჰასტონი, ბრაზილიელი სერფინგისტი იტალო ფერეირა, კანადელი სნოუბორდისტი მარკ მაკმორისი და ბრაზილიელი სკეიტბორდისტი რაისა ლეალი.

დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს.