წლის სადებიუტო მატჩამდე - საქართველოს ქალთა ნაკრები ევრო 2021-ისთვის ემზადება
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 30 აგვისტოს წლის სადებიუტო შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლევან ბაჯელიძის გუნდი ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება.
გუნდმა მზადება უკვე დაიწყო. ამ დროისთვის ქალთა ნაკრებში 18 ფეხბურთელი ვარჯიშობს. ბოსნია-ჰერცეგოვინადან დაბრუნების შემდეგ, სამ სექტემბერს ქართველი გოგონები, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჯგუფის ფავორიტს, იტალიას დაუპირისპირდებიან. ლევან ბაჯელიძემ საქართველოს ქალთა ნაკრებში შემდეგი მოთამაშეები გამოიძახა:
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (“ერეგლი ბელედიესპორი”, თურქეთი), თათია გაბუნია (“ლანჩხუთი”)
მცველები: ნინო სუთიძე (“ნიკე”, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (“ლანჩხუთი”), მარიამ კალანდაძე (“ლანჩხუთი”), ელენე რაუხი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (“ნიკე”, თბილისი)
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (“ნიკე”, თბილისი), ხატია ჭყონია (“ლანჩხუთი), თეონა თოდაძე (“ლანჩხუთი”), თეონა ბაქრაძე (“ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (“ლანჩხუთი”), თამარ ეპიტაშვილი (“ნორჩი დინამო”, თბილისი), ირინა ხაბურზანია (“ლანჩხუთი”)
თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (“ჟალგირისი”, ვილნიუსი, ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (“ედნისტ-პლისკი”, უკრაინა), ნათელა წოწერია (“ლანჩხუთი”), თამრიკო სალუქვაძე (“ლანჩხუთი”)
ბოსნია-ჰერცეგოვინაში გამგზავრებამდე, ქართველი გოგონები 27 აგვისტოს, ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ღია ვარჯიშს 18:00 საათზე გამართავენ.