მზადება არასრული შემადგენლობით - საბა კვირკველია ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს
მზადება არასრული შემადგენლობით - საბა კვირკველია ისევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნული ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის არასრული შემადგენლობით ემზადება.

2 ივნისს 19-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა. საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე საბა კვირკველია სამწვრთნელო შტაბის მეთვალყურეობის ქვეშ კვლავ ინდივიდუალურად ვარჯიშობს.

საქართველოს ნაკრების შემდეგი შემადგენლობით ემზადება:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი),

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), გუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).