წლის ბოლოსთვის თბილისში ყვითელი ავტობუსები სრულად შეიცვლება
წლის ბოლოსთვის თბილისში ყვითელი ავტობუსები სრულად შეიცვლება

თბილისში წლის ბოლოსთვის „ევრო ექვსის“ ახალი ავტობუსები შემოვა, რომლებითაც ამ დროისთვის მოძრავი ყვითელი ავტობუსები სრულად შეიცლება. ამის შესახებ საქართველოს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომი იყო ავტობუსების ქსელი. ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია უკვე გადადგმული, დაწყებული გვაქვს ავტობუსების პარკის განახლება და წლის ბოლოსთვის არსებული ყვითელ ავტობუსებს სრულად ჩავანაცვლებთ. წლის ბოლოდან გვეყოლება ახალი, „ევრო ექვსის“ ავტობუსები“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია საცობებისა და ჰაერის დაბინძურების შემცირება.

„ეს შესაძლებელია მოწესრიგდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებით, თუმცა მხოლოდ ეს კომპონენტი ვერ მოაგვარებს არსებული ეკოლოგიურ მდგომარეობას“,- განაცხადა კალაძემ.