წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი აზაროვია #1TVSPORT 
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი აზაროვია #1TVSPORT 

ირაკლი აზაროვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოებაზე 2021 წლის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.

19 წლის ფეხბურთელი წლის დასაწყისში „დინამო თბილისიდან“ ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და ეროვნული ნაკრების წევრიც გახდა, სადაც დასამახსოვრებელი თამაშები ჩაატარა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.