ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვების გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო - ვილი სანიოლის განმარტება #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის განაცხადს მიღმა დატოვების გადაწყვეტილება რთული მისაღები იყო - ვილი სანიოლის განმარტება #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე გასამგზავრებელ ფეხბურთელთა შემადგენლობის დასახელების შემდეგ განმარტა, რატომ ვერ მოხვდა სიაში ირაკლი აზაროვი.

„აზაროვს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ როგორ ითამაშეს პლეი ოფის მატჩებში შენგელიამ და წიტაიშვილმა, ერთ პოზიციაზე სამი ფეხბურთელის წაყვანა კი არასწორი იქნებოდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ფრანგმა სპეციალისტმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26 ფეხბურთელს უხმო. ნაკრები კონტინენტის პირველობისთვის 2 ივნისიდან ავსტრიაში მოემზდება.