წლევანდელი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს
წლევანდელი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს

2019 წლის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების წევრთა შესარჩევი ტურები მიმდინარეობს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო მოსწავლეთა გუნდებს ხუთ დისციპლინაში წარადგენს: ქიმია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა და ბიოლოგია.

წელს პირველად, ფიზიკის ეროვნული ნაკრების შერჩევის დროს, თეორიულ ტურთან ერთად, პრაქტიკული ტურიც ჩატარდა, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დანადგარებთან ემუშავათ და ექსპერიმენტები ჩაეტარებინათ.

საქართველოს ნაკრები გუნდები და სარეზერვო შემადგენლობა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე დადგენილი წესის შესაბამისად მომზადების ეტაპსაც გაივლიან.