Wizz Air - ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შეუძლია, უფასოდ იმგზავროს ალტერნატიული რეისით ან მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრულად ანაზღაურება
Wizz Air - ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შეუძლია, უფასოდ იმგზავროს ალტერნატიული რეისით ან მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრულად ანაზღაურება

„ვიზ ეარი“ ქუთაისი-ბარსელონას გაუქმებული რეისის მგზავრებს რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს.

როგორც ავიაკომპანიის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე.

„თვითმფრინავთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი ტექნიკური გარემოებების გამო, Wizz Air-ის დღევანდელი რეისები W6 6417/6418 ქუთაისი-ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით გაუქმდა. Wizz Air-ის პოლიტიკისა და შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, ყველა მგზავრს, რომლის რეისიც გაუქმდა, შესაძლებლობა აქვს, უფასოდ იმგზავროს Wizz Air-ის ალტერნატიული რეისით, მოითხოვოს ბილეთის საფასურის სრული ანაზღაურება ან თავდაპირველი ღირებულების 120 პროცენტი WIZZ საკრედიტო ბარათზე.

ავიაკომპანია მგზავრებს უზრუნველყოფს კვების ვაუჩერით და, საჭიროების შემთხვევაში, სასტუმროში განთავსებით. Wizz Air გულწრფელ ბოდიშს უხდის ყველა დაზარალებულ მომხმარებელს რეისების გაუქმებით შექმნილი ნებისმიერი სახის დისკომფორტის გამო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიისთვის მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავის უსაფრთხოება ყველაზე პრიორიტეტულია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, ქუთაისი-ბარსელონის რეისის გაუქმება ტექნიკურ ხარვეზს უკავშირდება.