წითელი პარასკევი სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]
წითელი პარასკევი სამების საკათედრო ტაძარში [ფოტო]

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დიდ ჟამნობას, მწუხრის ჟამს და გარდამოხსნის გამოსვენებას ასრულებს.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღევლინება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.