წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით, გორში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტები გადაეცათ

22:12, 18.12.2020

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო და ჰიგიენური ამანათები დაარიგა. საახალწლოდ ამანათი 180-მა ოჯახმა მიიღო. შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი და წითელის ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე რამდენიმე ოჯახს თავად ესტუმრნენ და პროდუქტები გადასცეს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოს წითელი ჯვარი მჭიდროდ თანამშრომლობს შიდა ქართლის რეგიონთან და სამიზნე ჯგუფებისთვის პერმანენტულად ახორციელებს საკვები პროდუქტებითა და ჰიგიენის საშუალებებით მომარაგებას. ასევე, წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეები აქტიურად არიან ჩართული კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს წითელმა ჯვარმა ქვეყნის მასშტაბით უკვე 120 000-მდე ამანათი დაარიგა.

მსგავსი