წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ტყვეთა გაცვლისა და ცხედრების გადაცემისთვის შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდებს
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ტყვეთა გაცვლისა და ცხედრების გადაცემისთვის შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდებს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი სომხეთსა და აზერბაიჯანს ტყვეთა გაცვლისა და ცხედრების გადაცემისთვის შეთანხმების დასრულებისკენ მოუწოდებს.

კომიტეტის რეგიონალური დირექტორი მარტინ შუეპი „როიტერთან“ აცხადებს, რომ ჯერჯერობით რამე შეთანხმება, რომელიც ტყვეთა გაცვლის პროცესის წარმოების საშუალებას მისცემდათ ვერ სრულდება.

„დღემდე მხარეებთან ინტენსიურად განვიხილავთ ამ საკითხს, თუმცა ჯერჯერობით რამე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც საშუალებას მოგცემდა ასეთი გაცვლა გვეწარმოებინა, მიღწეული არ არის. მოლაპარაკებები გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ოპერაციის განსახორციელებლად რეალური პირობები შეიქმნება“, – აცხადებს შუეპი.