წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - როგორ და რა ფორმით მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, დეტალები ცნობილი არ არის
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი - როგორ და რა ფორმით მოხდება ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება, დეტალები ცნობილი არ არის

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში აცხადებენ, რომ მზად არიან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღონ.

როგორც პირველ არხს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მედია ოფიცერმა სოფიო ელიზბარაშვილმა განუცხადა, რა ფორმით და როგორ მოხდება ცხედრის გადმოსვენება ჯერ ცნობილი არ არის.

“ერთადერთი ამ ეტაპზე რისი თქმაც შეგვიძლია არის ის, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების პროცესში მონაწილეობა საჭიროების შემთხვევაში მიიღოს. ამ ეტაპზე მეტი დეტალი სამწუხაროდ არ შემიძლია გითხრათ. რა ფორმით და როგორ მოხდება ცხედრის გადმოსვენება, დეტალები ჯერ ცნობილი არ არის”, – განაცხადა სოფიო ელიზბარაშვილმა.