წითელი ჯვრის დელეგაციის ხელმძღვანელი - ერაყიდან ბავშვების რეპატრიაცია ჰუმანურობის გულისამაჩუყებელი მაგალითია
წითელი ჯვრის დელეგაციის ხელმძღვანელი - ერაყიდან ბავშვების რეპატრიაცია ჰუმანურობის გულისამაჩუყებელი მაგალითია

საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი, ერაყიდან საქართველოში სამი ბავშვის რეპატრიაციას მიესალმება.

სევერინ ჩაპაზი განცხადებას Twitter-ის გვერდზე ავრცელებს.

„გახარებული ვარ, რომ ერაყიდან საქართველოში სამი ბავშვის რეპატრიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა და ისინი ბებია-ბაბუასთან არიან. მადლობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ყველას, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული. ეს ომის პირობებში ჰუმანურობის ძალის გულისამაჩუყებელი მაგალითია“, – წერს სევერინ ჩაპაზი.

შეგახსენებთ, შაბათს, 13 ოქტომბერს ერაყის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქის შვილები თბილისში ჩამოიყვანეს.