წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 
წითელ ჯვარში აცხადებენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს 

წითელი ჯვარი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის მრჩეველმა დიანა ჯაფარიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებთან, თუმცა მოლაპარაკებების შინაარსი ამ დროისთის კონფიდენციალურია, ასევე კონფიდენციალურია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის მოხდება კონკრეტულად ცხედრის გადმოცემა.

საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი დამატებით დეტალებზე კომენტარს სავარაუდოდ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთებს.