წითელი ჯვარი მაია ოთინაშვილის მონახულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
წითელი ჯვარი მაია ოთინაშვილის მონახულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

წითელი ჯვარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის მონახულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გუშინ, 3 ოქტომბერს, გვიან საღამოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა.

„საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია, დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.

ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან“, – აღნიშნულია წითელი ჯვრის ინფორმაციაში.