წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით თბილისის პოლიკლინიკებში რიგებია
წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით თბილისის პოლიკლინიკებში რიგებია

წითელას ვაქციანაციასთან დაკავშირებით თბილისის თითქმის ყველა პოლიკლინიკაში რიგებია.

ექიმების განცხადებით, მიმართვიანობა გუშინდელი დღის შემდეგ გაიზარდა, როდესაც დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და მედიამ ეპიდემიის საშიშროების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

„დღეს 10:00 საათზე დავიწყეთ მუშაობა. ხალხის რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. 15:00 საათისთვის უკვე 100-მდე ადამიანი ავცერით. მოჰყავთ როგორც გეგმიურ აცრებზე, ერთი და ხუთი წლის პაციენტები, ასევე ძალიან ბევრია ვისაც თავის დროზე იმუნიზაცია ჩატარებული არ აქვს ან არ ახსოვს აქვს თუ არა. ასეთი აქტიურობა მხოლოდ მაშინ არის, როცა დაავადების შემთხვევები იმატებს”, – განაცხადა კლინიკა „მედკაპიტალის“ წარმომადგენელმა ნანა ბოხუამ.