წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება
წითელას აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება

წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდება.

აქამდე, ვაქცინაცია უფასო მხოლოდ 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის იყო.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება წითელასთან საბრძოლველად.

ეპიდაფეთქებები ევროპაშიც არის, მაგრამ არა იმ მასშტაბის, როგორც ჩვენთან. ამიტომ აუცილებელია, ჩატარდეს ვაქცინაცია, რათა მთლიანად მოიხსნას რისკი.  წითელას ვაქცინა არის მაღალი ხარისხის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული. ვაქცინა უფასოა საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის. თუკი ვინმეს, განსაკუთრებით 20-40 წლის ასაკის მოქალაქეს, არ აქვს ზუსტი დადასტურება, რომ მან ბავშვობაში გეგმურად ორივე ვაქცინაცია ჩაიტარა, აუცილებელია, რომ გაიკეთოს დამატებითი ვაქცინაცია“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მთავრობის სხდომაზე წითელას ეპიდემიური აფეთქების საწინააღმდეგო კომპლექსურ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. არ არის გამორიცხული, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.