წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა

14:48, 27.03.2025

ეგვიპტეში, ჰურგადასთან, წითელ ზღვაში ტურისტული წყალქვეშა ხომალდის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულია ცხრა მგზავრი.

წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე სულ 40-მდე ტურისტი იმყოფებოდა. რამ გამოიწვია ხომალდის ჩაძირვა, ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც მედია წერს, ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი