წითელ ზღვაში მცურავ ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა
წითელ ზღვაში მცურავ ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა

წითელ ზღვაში მცურავ ირანულ ნავთობმზიდზე აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო „ისნა“ იუწყება, შედეგად დაზიანდა ორი რეზერვუარი და ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა.

სააგენტოს ცნობით, ინციდენტი საუდის არაბეთის პორტ ჯედას სიახლოვეს მოხდა. ნავთობმზიდი ირანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას ეკუთვნის.

ირანში ამტკიცებენ, რომ ნავთობმზიდს „ტერორისტები დაესხნენ თავს“.

ამჟამად ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც დაზიანებას სწავლობენ.

დატოვე კომენტარი