წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა
წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმის გამო აშშ-ის ავიამზიდ „ჰარი ტრუმენის“ გემბანიდან ავიაგამანადგურებელი F/A-18 გადავარდა.

გავრცელებული ცნობით, ამერიკული ავიამზიდი „ჰუსიტების“ თავდასხმის მოსაგერიებლად მკვეთრად შემობრუნდა, რის გამოც ეკიპაჟმა ავიაგამანდგურებელზე კონტროლი დაკარგა და სამხედრო თვითმფრინავი გემბანიდან გადავარდა.

ზღვაში ჩავარდა ასევე „ბუქსირების“ ტრაქტორი. ინციდენტის შედეგად ერთი მეზღვაური მსუბუქად დაშავდა. სამხედრო თვითმფრინავი ზღვაში ჩაიძირა.

F/A-18-ის ღირებულება 60 მილიონი დოლარია. ავიამზიდ „ჰარი ტრუმენიდან“ იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში „ჰუსიტების“ სამხედრო ობიექტები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა იბომბება.