წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

17:34, 24.01.2019

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ს.ს-სა და ს.ა-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მათ საქონელი ჩამოერთვათ და სანქციის სახით, თითოეულს ათასი ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

მსგავსი