წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვებ პუნქტ წითელ ხიდზე ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ს.კ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 59,72 გრ.) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 576 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 7 576  ლარის ოდენობით შეეფარდა.

დატოვე კომენტარი