წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

171.29 გრამი ოქრო ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქეების ზ.რ.-სა და ი.რ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად გამოვლინდა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ჯამური ღირებულება 11 804.56 ლარია.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, 11 804.56 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა შეეფარდათ.

დატოვე კომენტარი