წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
წითელ ხიდსა და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების შ.ტ.-სა და მ.ა.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 170,75 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 6 380.92 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 6 380.92 ლარის ოდენობით შეეფარდათ.