წიტაშივილის „გრანადა“ ლა ლიგის პლეი ოფის ზონაშია – გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ შინ დამარცხდა #1TVSPORT

20:02, 13.04.2025

დანიის სუპერლიგაში გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენმა“ შინ „ბრონდბიუ“ მიიღო და 1:2 დამარცხდა.

ქართველი მცველი მოედანზე 23-ე წუთზე ტრავმირებული გუნდელის ნაცვლად გამოჩნდა. წაგების მიუხედავად, „კოპენჰაგენმა“ ლიდერობა შეინარჩუნა.

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ „ალბასეტეს“ ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

ქართველი ფეხბურთელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, „გრანადა“ კი სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მე-6 ადგილზე, ანუ ლა ლიგის პლეი ოფის ზონაში დაწინაურდა.

გიორგი კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა „ფროზინონეში“, რომელიც იტალიის სერია B-ში „ჩეზენას“ გასვლაზე დაუზავდა 1:1. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი