გიორგი წიტაიშვილმა „მეცი“ დატოვა და შესაძლოა, კარიერა ესპანეთში განაგრძოს – ინფორმაციას უკრაინული სპორტული ვებგვერდი „სპორტი“ ავრცელებს.
ქართველმა ვინგერმა სეზონის ბოლო მატჩი „ნიცას“ წინააღმდეგ თვალის პრობლემის გამო ვერ ითამაშა. გიორგიმ გულშემატკივრებთან დამშვიდობებაც ვერ შეძლო – თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ მან „მეცი“ დატოვა.
წიტაიშვილის უკრაინაში დაბრუნება არ არის მოსალოდნელი. მას კონტრაქტი კიევის კლუბთან აკავშირებდა, მაგრამ ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში იწურება, გიორგი თავისუფალი აგენტი გახდება და ცხადია, ტოპლიგაში გამოსვლა ურჩევნია.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს, რადგან მისით ლა ლიგის „ვილიარეალი“ დაინტერესდა, სადაც გიორგი მიქაუტაძე თამაშობს. შეგახსენებთ, რომ ესპანურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა.