წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია
წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია

წინასწარი ვერსიით, ტყიბულში, გარემოპოვების კარიერზე ორი მუშის დაღუპვა ჰაერის უკმარისობამ გამოიწვია.

ორი მუშა დღეს, გამთენიისას დაიღუპა.

როგორც პირველ არხს რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების თავმჯდომარემ, ვიტალი გიორგაძემ განუცხადა, შემთხვევა არ მომხდარა „ჯი-აი-ჯი“ ჯგუფის საწარმოში.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ერთ-ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივები მადნეულს ღია კარიერის წესით მოიპოვებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.