წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა
წინასწარი შეფასებით, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5,3 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5,3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი -5,6 პროცენტია.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკამ ვარდნა 2020 წლის მარტიდან დაიწყო. მარტში ეკონომიკური ზრდა -2,7 პროცენტი იყო. აპრილში კლებამ 16,6 პროცენტი შეადგინა. მაისში კი – 13,5 პროცენტი. ივნისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა -7,7 პროცენტი შეადგინა, ივლისში კი, – 5,5 პროცენტი იყო.