წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი - 198
წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს 211 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი - 198

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკელებს 100-ადგილიან სენატში 49 ადგილი აქვთ, დემოკრატებს – 48. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ავრცელებს. შუალედურ არჩევნებზე სენატში კენჭს უყრიდნენ 35 მანდატს.

ჯორჯიის შტატში სენატორის არჩევნების შედეგებს სავარაუდოდ, მეორე ტური გადაწყვეტს. ერთმანეთს დემოკრატი სენატორი რაფაელ უორნოკი და რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაუპირისპირდებიან.

დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად 50 მანდატი სჭირდებათ, რადგან ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისის ხმა პარტიის უმრავლესობას უზრუნველყოფს. რესპუბლიკელებს კი სენატში უმრავლესობისთვის 51 მანდატის მოპოვება სჭირდებათ.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის შემადგენლობას, ამ დროის მონაცემებით, რესპუბლიკელებს 211 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი – 198. 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას – 435 წევრს ირჩევდნენ.

აქამდე არსებული შემადგენლობით, კონგრესში ორივე პალატას დემოკრატები აკონტროლებდნენ.