წინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდა ლიდერობს
წინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ანჯეი დუდა ლიდერობს

წინასწარი შედეგებით, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა 1%-ზე ნაკლები ხმებით ლიდერობს.

იპსოს“ (Ipsos) ეგზიტპოლზე დაყრდნობით, დუდამ მთავარ ოპონენტზე, ვარშავის მერ რაფალ ტშასკოვსკიზე 1%-ზე ნაკლებით მეტი ხმა მიიღო.

ეგზიტპოლის მონაცემებით, დუდამ არჩევნებში ხმების 50,4% დააგროვა, ხოლო ტშასკოვსკის ხმა ამომრჩევლების 49,6%-მა მისცა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ხმებს შორის მცირე სხვაობის გამო შესაძლოა, არჩევნების საბოლოო შედეგები შეიცვალოს.