წინასწარი შედეგებით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს
წინასწარი შედეგებით, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს

წინასწარი შედეგების მიხედვით, ისრაელში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია ლიდერობს.

მედიის ცნობით, არჩევნებში მეორე ადგილს, მოქმედ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდის პარტია იკავებს.

ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, ქნესეთში  ლაპიდის პარტია 22-იდან 24-მდე მანდატს ფლობს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს ისრაელში ჩატარებული უკვე მეხუთე არჩევნებია. ამომრჩეველთა აქტივობა 66.3 პროცენტი იყო, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა. არჩევნების საბოლოო შედეგები ხვალ გახდება ცნობილი.