წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2 პროცენტით შემცირდა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18.2 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 053.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით ნაკლებია.

წინასწარი მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტი 1 503.4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (16.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 3 550.5 მლნ. აშშ დოლარს (19.1 პროცენტით ნაკლებია).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2020 წლის იანვარ- ივნისში, 2 047.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

ამასთან, 2020 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 332.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 184.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 117.6 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 289.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 234.1 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 231.6 მლნ. აშშ დოლარით.

დატოვე კომენტარი