წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის დათვლილი ხმათა უმრავლესობით, ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს
წინასწარი მონაცემებით, რუსთავის საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის დათვლილი ხმათა უმრავლესობით, ირაკლი შატაკიშვილი ლიდერობს

ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, რუსთავის მე-12 საარჩევნო ოლქში 121 უბნიდან დათვლილია ხმათა 51 პროცენტი.

ამ დროისთვის დათვლილი უბნების მიხედვით, ცესკო-ს წინასწარი მონაცემები ასეთია:

N34 – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე – 1 054 ხმა (8.401%);

N​41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ირაკლი შატაკიშვილი – 11 142 ხმა (88.809%);

N59 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ კამალ მურადხანოვი – 350 ხმა (2.79%).