წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად, იუნესკო-ს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ისტორიულ ცენტრში არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა
წინასწარი მონაცემებით, რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად, იუნესკო-ს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ისტორიულ ცენტრში არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა

რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად, იუნესკო-ს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის ისტორიულ ცენტრში, წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა.

შესაბამის ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

„რუსებმა გამიზნულად გაუშვეს თავიანთი რაკეტები ოდესის ისტორიული ცენტრისკენ, რომელიც იუნესკო-ს დაცვის ქვეშ იმყოფება. ყველაფერი, რაც დიდი არქიტექტორების მიერ თავდაუზოგავი შრომით იქმნებოდა, ახლა ნადგურდება ცინიკოსი მტარვალების მიერ“, – წერს კიპერი.

ოდესის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაზიანებულ ნაგებობებს შორის არის მე-19-მე-20 საუკუნის შენობები.

შეგახსენებთ, რომ სარაკეტო იერიშის შედეგად ასევე დაზიანებულია ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.