წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ
წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ

წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელები აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაზე კონტროლს შეინარჩუნებენ.

„ბიბისის“ ინფორმაციით, სენატის ადგილებისთვის ბრძოლა საარჩევნო ღამის კიდევ ერთი დიდი მარათონია. სენატის უმრავლესობის ლიდერი, მიჩ მაკკონელი და ტრამპის მოკავშირე, ლინდსი გრემი ხელახლა აირჩიეს კენტუკის და სამხრეთ კაროლინას შტატებიდან.

ალაბამაში რესპუბლიკელმა კანდიდატმა, ტომი ტუბერვილმა დემოკრატი დუგ ჯონსი დაამარცხა. დემოკრატებმა მოიპოვეს ადგილი კოლორადოში, სადაც ყოფილმა გუბერნატორმა, ჯონ ჰიკენლუპერმა დაამარცხა რესპუბლიკელი კორი გარდნერი და ასევე არიზონაში, სადაც ყოფილმა ასტრონავტმა, მარკ კელიმ დაამარცხა ყოფილი სამხედრო მფრინავი, რესპუბლიკელი მართა მაკსალი.

რესპუბლიკელებს კონგრესის ზედა პალატაში 53-47-ზე თანაფარდობით უმრავლესობა აქვთ. წელს სენატის სხვა კანდიდატებს შორის არიან პასტორი, ასტრონავტი და ფეხბურთის მწვრთნელი. დემოკრატები ასევე იბრძვიან აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის შესანარჩუნებლად, რომელიც არსებული მდგომარეობით დემოკრატების ხელში დარჩება.