წინასწარი მონაცემებით, მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

01:59, 31.08.2020

მონტენეგროს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს.

„როიტერის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ხმების 49 პროცენტი.

წინასწარი მონაცემებით, „სოციალისტების დემოკრატიულ პარტიას“ ხმების 34.2% აქვს, ხოლო ოპოზიციური გაერთიანებას, რომლის წევრებიც მხარს სერბეთთან და რუსეთთან კავშირების აღდგენას უჭერენ – 33.7%.

წინასწარი მონაცემებითვე, მესამე ადგილზე 12,6 პროცენტით ცენტრისტული და პროდასავლური პარტიების გაერთიანება „მშვიდობა ჩვენი ერია“.

მსგავსი