წინასწარი მონაცემებით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილმა ხმების 56% მიიღო, ბადრი ბასიშვილმა - 28%
წინასწარი მონაცემებით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში გიორგი ხოჯევანიშვილმა ხმების 56% მიიღო, ბადრი ბასიშვილმა - 28%

გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში 126-ვე უბანზე შესული ბიულეტენები დათვლილია.

როგორც გორის მე-15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ, მალხაზ მირუაშვილმა განაცხადა, გორში რეგისტრირებული 95 000-ზე მეტი ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 54 962-მა, რაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 57,5%-ია.

გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩეველმა არჩევანი 13 მაჟორიტარ კანდიდატს შორის გააკეთა.

წინასწარი მონაცემებით, გორისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა 10 030 ამომრჩევლის ხმა მიიღო, რაც ხმების 56%-ია, „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ ბადრი ბასიშვილს კი მხარი 5 003-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 28%-ია.

გორის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ცნობით, გორის საარჩევნო ოლქში შვიდი საჩივარი დაიწერა და ყველა პროცედურულ დარღვევებს ეხება.