წინასწარი ინფორმაციით, ქედაში ექვსი წლის ბავშვი კარიერის აფეთქებისას დაიღუპა
წინასწარი ინფორმაციით, ქედაში ექვსი წლის ბავშვი კარიერის აფეთქებისას დაიღუპა

წინასწარი ინფორმაციით, ქედაში კარიერის აფეთქებისას  ექვსი წლის ბავშვი დაიღუპა.

შემთხვევა სოფელ დოლოგანში ჭინკაძეების დასახლებაში მოხდა. აქ რამდენიმე წელია ქვის კარიერი მუშაობს.

როგორც პირველ არხს ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ განუცხადა, ბავშვი აფეთქების დროს კარიერთან ახლოს იმყოფებოდა.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილისკენ მიემართება და დეტალებს მოგვიანებით გაარკვევს.