წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიაში ჩანიშნულ რეფერენდუმს გამოკითხულთა 51,3% მხარს უჭერს, 48,7% კი წინააღმდეგია
წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, ისლანდიაში ჩანიშნულ რეფერენდუმს კითხვაზე, „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები?“ – გამოკითხულთა 51,3% მხარს უჭერს, ხოლო 48,7% წინააღმდეგია.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
რეფერენდუმზე დადებითი პასუხის მომხრეები ფიქრობენ, რომ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირები ისლანდიის არასტაბილური ვალუტის მდგრადობას და ცხოვრების ხარჯების მკვეთრ შემცირებას ხელს შეუწყობს.
მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ისლანდიის სუვერენიტეტი და „ფასდაუდებელ“ თევზჭერის წყლებზე კონტროლი საფრთხის ქვეშაა. ისინი დამოუკიდებლად მოქმედების მომხრეები არიან.
ისლანდიაში რეფერენდუმი 29 აგვისტოს გაიმართება.
კითხვაზე, „უნდა განაახლოს თუ არა ისლანდიამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები?“, შეთავაზებული ორი პასუხი იქნება – დიახ და არა.