წინანდლის „რადისონში“, სადაც გუშინ ღამით ხანძარი იყო, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ
წინანდლის „რადისონში“, სადაც გუშინ ღამით ხანძარი იყო, ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ

წინანდალში, სასტუმრო „რადისონში“ წუხანდელი ხანძრის შემდეგ ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სადაზღვეო კომპანიის ექსპერტები მუშაობენ.

მიმდინარეობს სასტუმროს ტერიტორიის გაწმენდა და ოთახების დასუფთავება.

როგორც საქართველოს პირველ არხს „სილქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მიმართულების დირექტორმა, გიორგი მარიმ განუცხადა, სასტუმრო უმაღლესი სტანდარტების უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რამაც ხანძრის გავრცელება შეაფერხა.

„ხანძარი გაჩნდა საუნის ტერიტორიაზე, რაზეც სწრაფად მოხდა რეაგირება. დანარჩენი დაზიანება ხანძრის ქრობის პროცესში წყალმა გამოწვია. ფაქტობრივად მხოლოდ ერთი ოთახია დამწვარი“, – განაცხადა გიორგი მარიმ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ კომპანიაში აცხადებენ, რომ გამოძიების დასკვნას დაელოდებიან.

ზარალთან დაკავშირებით არ გვაქვს ინფორმაცია, მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და იმედი გვაქვს, მალე მივიღებთ შედეგებს. ტერიტორიის დასუფთავება უკვე დავიწყეთ. უახლოეს დღეებში ისევ გავხსნით ამ სასტუმროს, როგორც ნომრებს, ასევე აუზს“, – განაცხადა „სილქროუდ ჯგუფის“ უძრავი ქონების მიმართულების დირექტორმა.