წინანდალში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა
წინანდალში გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, სავალი ნაწილიდან გადავიდა, და ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა შემდეგ კი, მილს, რომელშიც ბუნებრივი აირის გადიოდა. მანქანაში მყოფი ოთხი მგზავრიდან ორი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების თქმით, დაშავებული მამაკაცების მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად მძღოლის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.

როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.