„წინააღმდეგობის ძალების“ განცხადებით, „თალიბანის“ ასობით მებრძოლის განადგურება შეძლეს
ავღანეთის პანჯშირის პროვინციაში გამაგრებული „წინააღმდეგობის ძალების“ წარმომადგენლის, ფაჰიმ დაშთის განცხადებით, მათ „თალიბანის“ ასობით მებრძოლის განადგურება შეძლეს.
„პანჯშირის სხვადასხვა ტერიტორიებზე დაახლოებით 600 თალიბი განადგურდა. 1000-ზე მეტი მებრძოლი კი ტყვედ იქნა აყვანილი“, – დაწერა დაშთიმ „ტვიტერზე“.
მისი თქმით, თალიბებს სხვა პროვინციიდან მომარაგების პრობლემა აქვთ.
حدود ۶۰۰ تروریست طالب از بامداد امروز در نقاط مختلف #پنجشیر کشته شدند. بیش از هزار طالب جنگجو اسیر ویا تسلیم شده اند. دشت ریوت قیچی شده و اکمالات به ترورستها از دیگر ولایت قطع شده است. تمامی تجهیزات #طالبان بدست نیروهای مقاومت افتاده است. در گیری پراگنده شدید هم اکنون ادامه دارد. pic.twitter.com/rHciswMLQ1
— Fahim Dashti فهیم دشتی (@FahimDashty) September 4, 2021