წილისყრა უეფა-ში – 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

22:08, 01.06.2022

საქართველოს 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების მეტოქეები შესარჩევ ციკლში ცნობილია – 2022/23 წლის სეზონის „ა“ და „ბ“ ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა უეფა-ში გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები „ბ“ ლიგის პირველ ჯგუფში იასპარეზებს. ქართველ გოგონებთან ერთად „ა“ ლიგაში გადასასვლელად ბელარუსის, ლუქსემბურგის და სომხეთის 17-წლამდე ნაკრებები იბრძოლებენ.

„ა“ ლიგაში ჯგუფების გამარჯვებულები და საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი აღზევდება და მომდევნო სეზონიდან ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.

საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები კვლავ „ბ“ ლიგაში ითამაშებს. ჩვენი გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა, სადაც ბელარუსსა და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. „ა“ ლიგაში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები გადაინაცვლებს.

მსგავსი